Georgian-airways-მა გადახდის სისტემებიდან რუსული "Мир”-ი ამოიღო

Georgian-airways-მა გადახდის სისტემებიდან ამოიღო რუსული "Мир”-ი და მათ საიტზე გადახდა კვლავ მხოლოდ "ვიზითა" და "მასტერქარდით" არის შესაძლებელი.

ამასთან, ცვლილებას წინ უძღოდა კომპანიის განცხადება, რომელშიც "საქართველოს ავიახაზები" ირწმუნებოდა, რომ მათ ბილეთებს ესპანური კომპანია ყიდდა და არ ჰქონდათ ამ კომპანიაზე "არანაირი ზეგავლენის მოხდენის" შესაძლებლობა. 

ცნობისთვის, "Мир“ რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის გარეთაც მუშაობს, სულ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


ამავე თემაზე

„ჯორჯიან ეარვეისმა“ გადახდის სისტემებში რუსული „Мир“-ი დაამატა


ასევე წაიკითხეთ

ისრაელის ავიაკომპანია განმარტავს, რომ კომპანიამ რუსული Mir-ის მეშვეობით გადახდები 28 თებერვალს შეაჩერა

დმიტრო კულება: ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით უშვებს გადახდებს, ეს ამორალურია